საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულები

ზაზა გახელაძე ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტების მიერ ფეხში დაჭრილი და გატაცებული 33 წლის კაცის მონახულება „წითელმა ჯვარმა“ ჯერ ისევ ვერ შეძლო. პროცესს საკარანტინო შეზღუდვები აფერხებს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის ბრალდება აქვს წარდგენილი. მის ოჯახში ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ნინო ფისაძე დეტალებით.