საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულები

ამ დრომდე არ აქვთ დამატებითი ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრებსაც. წითელი ჯვრისგან მათ ბოლო ინფორმაცია გუშინ მიიღეს. მღებრიშვილის ოჯახში აბსურდულს უწოდებენ დე ფაქტო რეჟიმის ბრალდებებს, თითქოს ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა.

ხვიჩა მღებრიშვილი ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.