საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულები

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი წითელი ჯვრისგან ინფორმაციის მიღებას ელოდება. როგორც ისინი ამბობენ, ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში ზაზა გახელაძის მონახულების შესახებ თანხმობა საერთაშორისო ორგანიზაციას  ჯერ არ მიუღია. პროცესს საკარანტინო შეზღუდვები აფერხებს.

ოჯახი ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლებას ითხოვს და არ სჯერა დე ფაქტო რეჟიმის ბრალდებების. ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმმა სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცა. ის ფეხშია დაჭრილი.