საოჯახო ტიპის საცხოვრისი სენაკში

სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის, „ხელი ხელს“ ინიციატივით და სენაკის მერიის მხარდაჭერით, სენაკში, პირველი საოჯახო ტიპის საცხოვრისი გაიხსნა. სენაკი პირველი მუნიციპალიტეტია სამეგრელოს რეგიონში, სადაც ზრდასრულ შშმ პირთათვის მსგავსი სერვისია ხელმისაწვდომი. საოჯახო ტიპის სახლში ხუთი ადამიანი განთავსდება. ისინი დიდი ზომის, ჩაკეტილი ინსტიტუციების ნაცვლად, თავისუფალ გარემოში გააგრძელებენ ცხოვრებას. საოჯახო ტიპის საცხოვრისი მათ საშუალებას აძლევს არ გაატარონ მთელი ცხოვრება იზოლირებულ გარემოში, სადაც პიროვნული თავისუფლება შეზღუდულია.