სანქციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ენტონი ბლინკენი. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ურთიერთობების გადახედვასთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აანონსებს. როგორც ბლინკენი აცხადებს, ის მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ და იდენტური ქმედებებისკენ მოუწოდებს ევროკავშირსაც.
პარალელურად, ხელისუფლების სანქცირებისკენ ისმის მოწოდებები ევროპარლამენტიდან. სანქციების დაწესებაზე განკარგულება უკვე გამოსცა უკრაინის პრეზიდენტმა. შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, მოქმედ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, შს მინისტრს ვახტანგ გომელაურსა და სხვა პირებს. მანამდე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს სავიზო სანქციები დაუწესეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა.
რას ითვალისწინებს დაანონსებული სანქციები და როგორია ოფიციალური თბილისის პოზიცია – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.