სანქციებს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე

სანქციებს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის – გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ?”. პარლამენტის თავმჯდომარე ფეისბუქზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, მცხეთაში საკუთარ სიტყვით გამოსვლის ვიდეოს აზიარებს, სადაც ის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებსა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.