სანქციების პოლიტიკა

არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ სანქციებთან დაკავშირებით. საუბარია სავიზო შეზღუდვებზე, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ასევე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს და კერძო პირებს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტი კონკრეტული პირების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ სანქციები უწესდებათ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ პირებს. განცხადებაში მკაცრად არის დაგმობილი „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ და ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები დამატებთ ზომებსაც ამზადებს. ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მიღებულს უწოდებს „ქართული ოცნება“ და დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ თვისობრივად შეიცვლება. ოპოზიცია კი შტატებისგან მომავალში დამატებით ზომებს, მათ შორის ფინანსურ სანქციებსაც ელოდება.