სანქციების პოლიტიკა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ქართველ მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქციები ისევ აქტუალურია პოლიტიკურ პარტიებში. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნული ნაბიჯი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის მძიმე ლაქაა. ამასთან ერთად, „ქართულ ოცნებაში“ კვლავ საუბრობენ ურთიერთობების გადატვირთვის საჭიროებაზე.