მიიღებს თუ არა დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთ სასანქციო პაკეტს – თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით წარდგენილ ინიციატივას საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა საქართველოში.
მმართველი გუნდი გაერთიანებულ სამეფოს ე.წ. დიფ სთეითის გავლენის ობიექტად მიიჩნევს და ოფიციალურ ლონდონს სანქციების ამოქმედებისთვის საჭირო საფუძვლების არ არსებობაზე მიუთითებს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი წინადადება იმ ზეწოლის ნაწილია, რომელიც მეორე ფრონტის გახსნის მიზნით ხორციელდება. თავის მხრივ დასანქცირების ინიციატივის ავტორი დეპუტატები საკუთარი მოთხოვნის მიზეზად საქართველოში დემოკრატიის შელახვას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას და დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებას ასახელებენ. უცნობია, ექნება თუ არა 16 კანონმდებლის ინიციატივის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთს საქართველოსთან დაკავშირებით ერთი სასანქციო პაკეტი უკვე მიღებული აქვს. ერთი თვის წინ გაერთიანებულმა სამეფომ შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყების ოთხი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. რა მოლოდინი აქვთ თბილისში და როგორია ქართული პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურება