სანქციების პოლიტიკა და ენერგეტიკული ზავის პერსპექტივა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის დღის წესრიგშია რუსეთსა და უკრაინას შორის
ენერგეტიკული ზავის მიღწევა.
აშშ-ის შუამავლობით დიპლომატიური ძალისხმევა მოსკოვის და კიევის შეთანხმებისკენაა მიმართული, რათა ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები შეწყდეს. აშშ-ის პოზიციაა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით და არა ერთი ან მეორე მხარის გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდება. უკრაინის საკითხზე ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა – მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ. აუდიენციის შემდგომმა განცხადებებმა ენერგეტიკული დაზავების პერსპექტივა გააჩინა. ენერგეტიკული ობიექტების დაცვასთან ერთად უკრაინის მოთხოვნა რუსეთის მიმართ მკაცრი სასანქციო პოლიტიკის შენარჩუნება და ამ გზით მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაა. მსგავსი პოზიციონირების ფონზე ოფიციალური კიევი გუშინდელი გადაწყვეტილებითაა შეშფოთებული: საფრანგეთის და კიდევ ორი ევროპული ქვეყნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სანქციების სიიდან ორი რუსი ბიზნესმენი – ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი ამოიღეს.