სანქციების მორიგი ეტაპი ამერიკის შეერთებული შტატებისგან.
ბაიდენის ადმინისტრაცია სავიზო შეზღუდვებთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და გდდ სანქცირებული ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციებსაც უწესებს. ორივე მათგანი გლობალურ „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს, როგორც ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები. მანამდე ამერიკასთან კოორდინირებული მოქმედებების საფუძველზე სავიზო და ფინანსური სანქციები ვახტანგ გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა. ორივე ქვეყნის ქმედებებს ანტიქართულ გადაწყვეტილებებად აცხადებს მმართველი გუნდი და საპასუხოდ გეგმავს ვახტანგ გომელაური და შსს-ის კიდევ 10 მაღალჩინოსანი, მათ შორის სანქცირებული პირები, ღირსების ორდენებით დააჯილდოვოს. სანქცირების შემდეგ პრემიერის განკარგულების საფუძველზე ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
სანქციების პოლიტიკა და ოფიციალური თბილისის საპასუხო ზომები ნახეთ თამარ წიკლაურის სიუჟეტში.