სანქციების პაკეტი ირანის წინააღმდეგ

ევროკავშირის ელჩებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმეს, რომელიც ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესდება, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო იუწყება, რომ სანქციები რვა ფიზიკურ პირს და კომპანიას შეეხება. დღემდე, ირანიც და რუსეთიც უარყოფენ, რომ თეირანი მოსკოვს საბრძოლო დრონებს აწვდის.