სანქციების მოთხოვნა – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

21:12, 24.02.2026

რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წლისთავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე ოფიციალური თბილისის პოზიციონირებაზე აკეთებს აქცენტს და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა. მშვიდობის პოლიტიკის ფარგლებში კი უკრაინას ყველა შესაძლო ფორმით ეხმარებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ბრიტანეთის ელჩის  განცხადებებსაც პასუხობს, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ თქვა,  რომ დასავლეთი, საქართველოს არა მეორე ფრონტის გახსნას, არამედ რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციებთან მიერთებას სთხოვს. ბრიტანელი დიპლომატის განცხადება შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სწორედ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაა. „სანქციებთან მიერთება რუსეთთან ესკალაციას ნიშნავს, ესკალაცია კი ომს, რომელშიც საქართველო მარტო დარჩება.  საკუთარი ინტერესებისთვის სხვების გაწირვა  არასამართლიანია“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

მსგავსი