სანქციების მოხსნა სირიისთვის - შეფსებები

თბილისში პოლიტიკური შეფასებების საგანია აშშ-ის გადაწყვეტილება სირიისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, სირიისა და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი. საქართველოში აშშ ინვესტიცია, გაწეული შრომა განუზომლად დიდია, ვიდრე სირიაში. ლევან სანიკიძის თქმით, აშშ საქართველოს არ უწესებს სანქციებს, სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“. მართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ როდესაც სირიას აშშ სანქციებს უხსნის და ამავდროულად განიხილავს საქართველოსთან მიმართებაში მეგობარი აქტის მიღებას, ეს ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს.