სანქციების გამკაცრების მოთხოვნა

სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს.

სანქციების გაზრდის მიუხედავად, ზოგიერთ აფთიაქში ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ მაინც იყიდება. ვითარება ორი თვის წინ 20-მდე პირის, მათ შორის სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკავებამაც ვერ შეცვალა.

მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში კანონდამრღვევი პირი შესაძლოა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს.