სანქციების დაწესების მოთხოვნა - თბილისის პასუხი   

ფრენების შეზღუდვა, სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა – ევროპელი დიპლომატები ოთხი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ საქართველოს არა მეორე ფრონტის გახსნას, არამედ ევროპულ სანქციებთან მიერთებას თხოვენ. თუმცა, ნიშნავს თუ არა ამ პუნქტების შესრულება ესკალაციას მოსკოვთან – ოფიციალური თბილისისთვის პასუხი მკაფიოა. ამ მოთხოვნებზე თანხმობას მმართველი გუნდი, რუსეთთან გარდაუვალი კონფლიქტის წინაპირობად განიხილავს. სანქციებთან მიერთების საკითხის გააქტიურება, „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთ მტკიცებულებაა, რომ ევროპას საქართველოს კონფლიქტში ჩართვა დღესაც ისევე სურს, როგორც ოთხი წლის წინ. ამ კონტექსტში მმართველი პარტია ომში ჩართვისკენ უცხოელი პოლიტიკოსების მოწოდებებს და ქვეყნის შიგნით ამ გზავნილების მხარდამჭერებს იხსენებს. „ქართული ოცნების“ პასუხი ცალსახაა, ოფიციალური თბილისი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას, მომავალშიც ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გეგმავს.