სანქციების აღსრულება - შეხვედრები თბილისში

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. უცხოელი სტუმრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებს და მათ ეფექტიან განხორციელებას განიხილავენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრამდე დევიდ ო’სალივანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.