სანქციების აღსრულება - შეხვედრები თბილისში

როგორ ასრულებს საქართველო სანქციების აღსრულების მოთხოვნას – შედეგებთან დაკავშირებით მედიას ინფორმაციას ამერიკის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს დღეს მიაწვდიან. ორდღიანი ვიზიტი თბილისში გრძელდება.

დისკუსიები უკვე გაიმართა პრემიერ-მინისტრთან და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე მთავარი აქცენტი სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციასა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან ეფექტიან მუშაობაზე გაკეთდა. უცხოელმა სტუმრებმა ინფორმაცია უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან მოისმინეს. საუბარი ასევე შეეხო ბიზნესს. სანქციების საკითხში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ბიზნესასოციაციებსაც შეხვდა. ოპოზიციის ნაწილი ე.წ. სანქციების ჯგუფის წევრების ვიზიტს პოლიტიკურ გზავნილად მიიჩნევს და ამბობს, რომ პარტნიორების სტუმრობა ერთგვარი გაფრთხილებაა სახელისუფლებო გუნდისთვის. „ქართულ ოცნებაში“ კი განმარტავენ, რომ ამის საფრთხე ამ მიმართულებით არ არსებობს.