სანქციების აღდგენის პროცესი თეირანის წინააღმდეგ 

დაირღვა თუ არა 10 წლის წინანდელი შეთანხმება: ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მონაწილე სამმა ქვეყანამ – დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა თეირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის პროცესი დაიწყო.

გაერო-ში ოფიციალური განაცხადი შეტანილია უშიშროების საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის 30-დღიანი ვადა აქვს. თუ ამ პერიოდში ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეული არ იქნება და ევროპული ქვეყნები პოზიციას არ შეცვლიან, ირანისთის სანქციების აღდგენა გარდაუვალი იქნება. ევროპული სამეული თეირანს  ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს. ამ შეთანხმების თანახმად, ირანს საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამა უნდა შეეზღუდა. თუმცა შეთანხმების მონაწილე ევროპული ქვეყნები ირანში ურანის გამდიდრების დონეს მშვიდობიანი მიზნებისთვის შეუსაბამოდ აცხადებენ. თეირანი ბრალდებას უარყოფს, თუმცა მოლაპარაკებებში ჩასართავად მზად არის. ირანთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე გერმანია საკუთარ მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს.