სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინიცირებული ზომები ე.წ. „ჯოჯოხეთის სანქციების“ სახელით არის ცნობილი.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაზე. ჯერჯერობით უცნობია, როდის უყრიან პროექტს კენჭს სენატის პლენარულ სხდომაზე. პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გადაგზავნამდე, დოკუმენტმა კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთს, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას,  შეწყვიტოს ოკუპაცია.

გარდა ამისა, დოკუმენტის ავტორები გამოდიან ინიციატივით, რომ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან, თანხა მოხმარდეს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრითა და ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობაზე რეაგირებას.