სანქციები ირანის წინააღმდეგ

ირანის მიმართ ხელმეორედ დაწესებული სანქციები უკვე ძალაშია. ტრამპის ადმინისტრაციის შავ სიაში ამჯერად ირანული ნავთობკომპანიები და საბანკო სექტორი მოხვდა. ჯამში საუბარია 700-ზე მეტ კომპანიაზე.

შეზღუდვებია გათვალისწინებული იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც შავ სიაში შესულ იურიდიულ პირებთან ითანამშრომლებენ. ოფიციალური განმარტების მიხედვით, სანქციების გზით ვაშინგტონი ცდილობს, ირანს ბირთვულ ამბიციებზე ათქმევინოს უარი. თუმცა თეირანი სანქციების მეორე ტალღას უსამართლო ნაბიჯად აფასებს და ტრამპის ადმინისტრაციას მწვავედ აკრიტიკებს.

ამერიკის მიერ დაწესებული შეზღუდვები არც ევროკავშირში მოსწონთ.