სანქციები ირანის წინააღმდეგ

ვაშინგტონის კიდევ ერთი რეზონანსული გადაწყვეტილება.

თეირანთან ურთიერთობები უკიდურესად მწვავდება. აშშ ირანულ ნავთობზე სრულ ემბარგოს აწესებს. შეზღუდვები ძალაში მომდევნო თვიდან უნდა შევიდეს. სანქციების ხანგრძლივობა კი, ირანის ლიდერებზეა დამოკიდებული, რაც ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციური საქმიანობის შეწყვეტას გულისხმობს.

მუქარა ისმის თეირანიდანაც, სადაც ტრამპის პოლიტიკას ნაციზმს ადარებენ. ირანი აშშ-ს საერთაშორისო წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

დაანონსებულმა სანქციებმა უკვე იმოქმედა ნავთობის ფასზე.