სანქციები ევროკავშირის დროშის დაზიანებისთვის

უცხო ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დროშის დაზიანებაზე კანონმდებლობა მკაცრდება – წესდება ფულადი სანქციები. ცვლილებები ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

უცხო ქვეყნის დროშის დაზიანებაზე ადმინისტრაციულ შენობებში და შენობებზე პირველ შემთხვევაში პროექტი ითვალისწინებს 1000-ლარიან ჯარიმას. განმეორების შემთხვევაში, 2000-ლარიან ჯარიმას და ასევე მოსამართლეს ეძლევა დისკრეცია, ბრალდებულს შეუფარდოს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს აკრიტიკებს. დეპუტატები ინტერესდებიან, იქნება თუ არა შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება. ოპოზიციის მეორე ნაწილი ცვლილების ინიციატორებს შორის არის. მმართველი გუნდის მტკიცებით, ცვლილებები არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.