სანქციები ექიმების შეურაცხყოფისთვის

ექიმების სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა, ღირსების შელახვა, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა,- ყველა ეს ქმედება დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება და შესაბამისად სასჯელიც გამკაცრდება.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები არიან.

კანონში ცვლილებების შეტანა ძალადობის გახშირებულმა ფაქტებმა განაპირობა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მედიკოსები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი არცთუ იშვიათად ხდებიან. განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები არიან.