სანქციები დეპუტატებისთვის   

როდიდან ამოქმედდება რეგლამენტში ცვლილებები, ჯერ უცნობია. მიზეზი უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადსხვაობაა. დისციპლინის უზრუნველყოფის მიზნით მომზადებულია ახალი ინიციატივა. ოჯახური მდგომარეობის ჩანაწერი უქმდება,  რომელსაც მე-9 მოწვევის პარლამენტში დეპუტატები სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ყველაზე ხშირად იყენებენ.  ფულადი  ჯარიმები 5-დან 20 %-ით განისაზღვრება. ცვლილებების განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, მანამდე კი მმართველი გუნდი დისკუსიებს დახურულ ფორმატში გამართავს.