სანიტარული ჭრები საჩხერის სატყეო უბანზე 

18:33, 04.09.2026

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. ღონისძიება ითვალისწინებს ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ხეების ტერიტორიიდან გატანას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე მავნებლების შესაძლო გავრცელებისა და ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად. სანიტარიული ჭრების დასრულების შემდეგ, ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ფართობზე ტყის აღდგენის ღონისძიებებს განახორციელებს.

მსგავსი