სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს – 11 ოქტომბერს, ქალაქ ელჩეში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, 14 ოქტომბერს კი – იზმითში, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

„ჯვაროსნები“ ამ მატჩებისთვის შეკრებას 6 ოქტომბრიდან, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში დაიწყებენ. მოახლოებული შეხვედრებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა.