სანიაღვრე ქსელის სამუშაოები

თბილისში, ჭიაურელის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივნიდან ჭიაურელის ქუჩის გავლით, უნდა მოეწყოს 1255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მთავარ კოლექტორზე დაერთდება. პროექტი დაახლოებით 600 000 ლარი ჯდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დღეს თბილისის მერი გაეცნო.

დატოვე კომენტარი