სანდუს განცხადება - გამოხმაურებები

რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა – აცხადებს მაია სანდუ. მოლდოვის პრეზიდენტმა ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. სანდუმ რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლდოვა და საქართველო მოსკოვის თავდასხმის სამიზნეები გახდნენ. მისივე განცხადაბით, ქართველი ხალხის გამბედაობის მიუხედავად, ომის შიშით საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა რუსეთმა იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ.

სანდუს ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ საქართველოში.