სანდრო რაქვიაშვილი პრეზიდენტს შეხვდა

პარტია „გირჩის“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მისი ინფორმაციით, დისკუსიის საგანი იყო ეროვნული ბანკის დაკომპლექტება და მონეტარული პოლიტიკა. რაქვიაშვილის ცნობით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, მან პრეზიდენტს საკუთარი ხედვა გააცნო.