სანდრო მამასახლისის ფოტოგამოფენა

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის, ჟურნალისტის და პუბლიცისტის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაცოცხლდება.

„ქარვასლას“ კედლები სანდრო მამასახლისის პერსონალურ გამოფენას ეთმობა. ექსპოზიციაზე საქართველოს ერთ-ერთი პირველი ფოტოხელოვანის დღემდე უცნობი და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი კადრებია თავმოყრილი პირადი ფოტო-კოლექციიდან. მათ შორისაა ქალაქის და სოფლის ცხოვრების და ისტორიული მოვლენების ამსახველი ფოტოები.

სპეციალობით ფილოლოგი სანდრო მამასახლისი სწორედ მაშინ გახდა პროფესიონალი ფოტოჟურნალისტი, როდესაც ეს პროფესია საქართველოში სერიოზულად არც კი აღიქმებოდა.

ის საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა და იღებდა ფოტოებს და საყვარელი საქმიანობის პოპულარიზაციას ეწეოდა. სანდრო მამასახლისის ნამუშევრები თბილისის ისტორიის მუზეუმში 8 ივნისამდე იქნება გამოფენილი.

დატოვე კომენტარი