სანდრო გირგვლიანის საქმეზე შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ

სანდრო გირგვლიანის საქმეზე შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს ვასილ სანოძეს დაკითხავენ. დათა ახალაიას ბრალდების საქმეზე სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ ხელმძღვანელ ვასილ სანოძეს და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ ყოფილ ხელმძღვანელს, ია პაიჭაძეს დაკითხავენ.

ადვოკატის ნინო ბერიშვილი იმედოვნებს, რომ მოწმეები საკუთარ ჩვენებებში დაადასტურებენ დათა ახალაიას უდანაშაულობას.