სანდრო ბრეგაძის განცხადება

„ქართული მარშის“ ლიდერმა, მემარჯვენე ნაციონალისტური იდეოლოგიის სამოქალაქო მოძრაობის შექმნა დაანონსა.

ორგანიზაციაში „ქართული მარში“, „ფარი“, მოძრაობა „ეროვნულები“ და „არმიის კონტროლის სამოქალაქო ჯგუფი“ გაერთიანდებიან. მისივე განცხადებით, აღნიშნული მოძრაობა ყველანაირ პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვება, მათ შორის, ზუგდიდის მერის არჩევნებში, საკუთარ კანდიდატს წარადგენს.

ახალი გაერთიანების სახელწოდება, სავარაუდოდ, „ეროვნული ფრონტი“ იქნება.