სანდრო ბრეგაძის განცხადება

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, „ქართული მარში“ და საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებენ ლგბტ კვირეულის ჩატარებას. მისი განცხადებით, კონტრ-აქციას გეგმავს მოქალაქეთა ნაწილი.

სანდრო ბრეგაძე მოსალოდნელ პროვოკაციებზეც მიუთითებს და საპატრიარქოს და პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს. გარდა ამისა, ერმილე ნემსაძე საქართველოს პირველ არხზე ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებთან ღია დებატებს ითხოვს.

მოთხოვნას გამოეხმაურნენ საქართველოს პირველ არხზე. გიორგი გვიმრაძის განცხადებით, თუ დებატებზე ორივე მხარე თანახმა იქნება, არხი მათ გაშუქებას უზრუნველყოფს.