სანდრო ბრეგაძე არჩევნების მე-2 ტურს ბოიკოტს უცხადებს

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.

რაც შეეხება თავად გაერთიანების წევრების პოზიციას, ბრეგაძე განმარტავს, რომ გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მხარს არ დაუჭერს, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას წევრები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ.