სანდრო ბაზაძემ ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბულგარეთში გამართული ტურნირის მეოთხედფინალში სანდრომ ტუნისელ მოფარიკავეს 15:14 სძლია, ნახევარფინალში კი კორეელ სპორტსმენთან 13:15 დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა. ტურნირზე ასევე იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა: ბექა ბაზაძემ, ვახტანგ არჩვაძემ, ალექსანდრე თავართქილაძემ, დავით თავართქილაძემ და ალექსანდრა კუვაევამ. მსოფლიო თასზე სულ 253 მოფარიკავე გამოდიოდა.