სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია

21:08, 25.07.2025

საქართველო კიდევ ერთი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის მასპინძელია.

რამდენიმე საათის წინ ახალ სპორტის სასახლეში ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირში 30-ზე მეტი ქართველი  სპორტსმენი ასპარეზობს. მათ შორისაა სანდრო ბაზაძე, რომელმაც საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ქართველი მოფარიკავე ხმლით ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რაც ისტორიული მნიშვნელობისაა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი ოქროს მედალია. ბაზაძემ ფინალში ფრანგი მეტოქე დაამარცხა.

მსგავსი