სანდრო ბაზაძე ალჟირის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ალჟირის მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ფინალში მან უნგრელი კრისტიან რაბი 15 -12 დაამარცხა და სეზონის მეორე ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირის ნახევარფინალში ბაზაძემ იაპონელი მაო კოკუბო 15-10 დაამარცხა.