სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა
13 აპრილს სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. ქართველი რეჟისორი, რომელიც თავისუფალი აზროვნებისთვის მუდმივად იდევნებოდა, 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ურთულესი და ტრაგიკული დროის მიუხედავად, ახმეტელმა მოახერხა განესაზღვრა ქართული ეროვნული თეატრის სახე. ათი წელი რუსთაველის თეატრში, რომელიც ას წელს უდრის – ასე აფასებენ ახმეტელის მოღვაწეობას. ამ მოკლე პერიოდში დაიდგა სპექტაკლები, რომლებმაც შექმნა ეპოქა, სტილი და ახალი თეატრის მოდელი.
მარიამ შეწირულის სიუჟეტი.