სანდრა რულოვსის წარდგენა

პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს წარადგენს.

გადაწყვეტილება დღეს გაერთანებული ოპოზიციის ლიდერების შეკრების შემდეგ გახდა ცნობილი. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ძალა ერთობაშია“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ყველგან აპირებს, თუმცა დანარჩენ კანდიდატებზე გადაწყვეტილება 24 მარტს დაგეგმილ ყრილობაზე გახდება ცნობილი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა, ვაკანტური გასული წლის სექტემბერში გახდა, მას შემდეგ რაც თანამდებობა ლაშა გოგიამ დატოვა.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება