გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ზუგდიდში მდებარე ნეიროგანვითარების ცენტრსა და დღის ცენტრ „ნერგებში“ იმყოფებოდა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სოციალური და რეაბილიტაციის პროგრამები ხორციელდება.
სანდრა რულოვსის განცხადებით, აუცილებელია ასეთი ცენტრების გაფართოება, იმისათვის, რომ სერვისი უფრო მეტი პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მსგავსი მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებსაც უნდა მიეცეთ.