სანდრა რულოვსი კახათში ახალგაზრდებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა, სოფელ კახათში ადგილობრივ ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა.

ღონისძიებას მასთან ერთად ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“- ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ და მერობის კანდიდატმა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის საქართველოს ისტორიულ ბრძოლაზე და ოკუპანტის მიმართ ხელისუფლების ლოიალურ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს.