სანდრა რულოვსი განმუხურში ახალგაზრდებს შეხვდა

განმუხურში ახალგაზრდებს შეხვდა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი. სანდრა რულოვსმა მათ საკუთარი პროგრამა გააცნო და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა.

ახალგაზრდებს ძირითადად აინტერესებდათ, რას ფიქრობს მერობის კანდიდატი განათლებასა და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის თქმით, ზუგდიდში გამარჯვება საქართველოს გამარჯვების გასაღები იქნება.