„სანდენსის“ კინოფესტივალზე პირველი არხის ფილმმა გაიმარჯვა

15:40, 24.01.2018

„სანდენსის“ კინოფესტივალზე პირველი არხის ფილმმა გაიმარჯვა. თამთა გაბრიჩიძემ ფილმი „სოვდაგარი“ პროექტ „ტელებლოგში“ გადაიღო.

დისტრიბუციის უფლება მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტტელევიზიის ქსელმა „ნეტფლიქსმა“ შეიძინა.

თამთა გაბრიჩიძის ფილმის მთავარი პერსონაჟი- გელა, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და მეორად ტანსაცმელს ძველი მიკროავტობუსის საბარგულიდან ყიდის. ის ვაჭრობს ადგილებში, სადაც ფულზე მეტად კარტოფილი ფასობს.

მსგავსი