სან ფრანცისკოში განათლების მინისტრის ვიზიტი გრძელდება

აშშ-ში, სან ფრანცისკოში განათლების მინისტრის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ბატიაშვილმა სან-ფრანცისკოს „სილიკონ ველის“ კომპანია „აიდიტექის“ აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალები გააცნო. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო განათლების თანამედროვე სისტემაში ტექნოლოგიური მიმართულებების დანერგვის მნიშვნელობას. პიტინგრამ ქაუჩის თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები განათლების მთელი სისტემის ეფექტური ტრანსფორმაციის საშუალებას იძლევა.

დატოვე კომენტარი