სამზადისი არჩევნებისთვის თურქეთში

სამზადისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თურქეთში. ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი მხარდამჭერებს დაჰპირდა, რომ ქვეყნის ბედს მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ გადაწყვეტს. განცხადება ქემალ კილიჩ და როღლუმ სტამბოლში გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე გააკეთა. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, კილიჩდაროღლუსა და თურქეთის მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეიტინგებს შორის მცირე სხვაობაა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობას ზრდის. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დაგეგმილი.