სამზადისი ახალი თეატრალური წარმოდგენისთვის
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ახალი თეატრალური სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. დასი სემიუელ ბეკეტის „კრეპის უკანასკნელი ფირის“ დადგმაზე მუშაობს. რეჟისორია ლევან ხვიჩია. პრემიერა მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში 17 და 18 სექტემბერს გაიმართება. პროექტის მხარდამჭერია „შემოქმედებითი საქართველო“.