სამზადისი ახალი სასწავლო წლისთვის

21:30, 13.09.2026

ბათუმში ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებული და ახალაშენებული სკოლებით ხვდებიან. მოსწავლეები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა სივრცეში იყვნენ გადანაწილებულები, განახლებულ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. აჭარის რეგიონში 2026 წელს ოთხი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა, ექვსივე მუნიციპალიტეტში კი სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 25 სკოლას ჩაუტარდა. ახალ სასწავლო წელს რეგიონის სკოლებში დაახლოებით 73 ათასი მოსწავლე დაიწყებს, მათგან 5 600-მდე პირველკლასელია.

მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი ბათუმიდან #მოამბერეგიონები

მსგავსი