სამზადისი 2026 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებისთვის
კინოინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ რიგით 98-ე დაჯილდოების ნომინანტები ოფიციალურად დაასახელა, რითაც საბოლოოდ გამოიკვეთა ის ფილმები, რეჟისორები თუ მსახიობები, რომლებიც წლის საუკეთესო ნამუშევრების ტიტულისთვის იბრძოლებენ.
„ოსკარი 2026“-ის დაჯილდოების ცერემონია 15 მარტს გაიმართება და მას ტრადიციულად „დოლბის თეატრი“ უმასპინძლებს.