სამუსიკოს სკოლების კონკურსი

კულტურის სამინისტროს სააქტო დარბაზში „საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა მეათე ეროვნული კონკურსის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროექტი სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის – „ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა“ გამარჯვებულია და ის მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოს სამუსიკო საზოგადოების მიერ განხორციელდა. კონკურსის 16 გამარჯვებულს უმაღლესი ხარისხის დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადაეცა, ხოლო დანარჩენ მონაწილეებზე გაიცა პირველი, მეორე და მესამე ხარისხის და მონაწილის დიპლომები. სპეციალური დიპლომები მიიღეს სამუსიკო სკოლის დირექტორებმა კონკურსში მონაწილეობისთვის. ღონისძიების ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებულთა მონაწილეობით მუსიკალური ნომრები შესრულდა.

დატოვე კომენტარი